აღრიცხვა ბარათით
თანამშრომელი ბარათს ატარებს მკითხველზე. მოსვლა, შესვენება და წასვლა სამუშაო დღის ჩანაწერად იქცევა.
ვინ მოვიდა, ვინ ისვენებს, ვინ წავიდა.
თქვენი გუნდის სამუშაო დღე ერთ სივრცეში — ბარათის ერთი შეხებით.
| თანამშრომელი | მოსვლა | სტატუსი |
|---|---|---|
| მკმარიამ კ. | 09:00 | სამსახურშია |
| გბგიორგი ბ. | 09:04 | სამსახურშია |
| ნმნინო მ. | 08:56 | შესვენებაზეა |
| ლგლევან გ. | 09:12 | წავიდა |
ქაღალდის სიებისა და ცალკეული ჩანაწერების ნაცვლად — ორგანიზებული ინფორმაცია თქვენი გუნდის შესახებ.
თანამშრომელი ბარათს ატარებს მკითხველზე. მოსვლა, შესვენება და წასვლა სამუშაო დღის ჩანაწერად იქცევა.
მოსვლისა და წასვლის ჩანაწერები, შესვენებების გათვალისწინებით — დღის განმავლობაში ნამუშევარი დროის დასათვლელად.
მართვის პანელიდან ნახეთ თანამშრომლების სტატუსები: სამსახურშია, შესვენებაზეა, წავიდა ან ჯერ არ მოსულა.
აღრიცხვის მოწყობილობა ადგილზეა, მართვის პანელზე კი სხვა კომპიუტერიდანაც შედიხართ, გამართული ქსელური წვდომით.
მოამზადეთ აღრიცხვის მონაცემები შემდგომი დამუშავებისთვის და გაიტანეთ Excel ან CSV ფორმატში.
ცვლილებების ისტორია და მონაცემების სარეზერვო ასლები დაგეხმარებათ ჩანაწერების გადამოწმებასა და აღდგენაში.
გადაერთეთ ხედებს შორის ან დააჭირეთ ბარათის გატარებას — ნახეთ, როგორ იცვლება თანამშრომლის სტატუსი.
ინტერაქტიული მაგალითი.
ყველა სახელი და მონაცემი საილუსტრაციოა; დემო რეალურ აღრიცხვას არ უკავშირდება.
| თანამშრომელი | მოსვლა | წასვლა | ნამუშევარი |
|---|---|---|---|
| მარიამ კ. | 09:00 | 18:00 | 8 სთ 30 წთ |
| გიორგი ბ. | 09:04 | 18:00 | 8 სთ 26 წთ |
| ნინო მ. | 08:56 | 17:30 | 8 სთ 04 წთ |
დანერგვა იწყება თქვენი სამუშაო პროცესის გაცნობით — თანამშრომლების, მოწყობილობებისა და ქსელის გათვალისწინებით.
ვეცნობით თქვენი გუნდის ზომას, სამუშაო დღის წესებს და აღრიცხვისთვის საჭირო მოწყობილობას.
კომპიუტერზე ვაყენებთ პროგრამას, ვაერთებთ თავსებად მკითხველს და ვამატებთ თანამშრომლების ბარათებს.
თანამშრომლები ატარებენ ბარათს, თქვენ კი ბრაუზერიდან ხედავთ სტატუსებსა და სამუშაო დღის ჩანაწერებს.
პროგრამა და საიტი სხვადასხვა დანიშნულებისაა. ეს საიტი პროდუქტის გასაცნობადაა. აღრიცხვის სისტემა და ბარათის მკითხველი თქვენს სამუშაო გარემოში ინერგება.
შეაფასეთ ჩანაწერების შეგროვებისა და გადამოწმების დრო. შეცვალეთ პარამეტრები თქვენი გუნდის მიხედვით.
დრო, რომელიც ახლა ჩანაწერების შეგროვებასა და გადამოწმებას ეთმობა.
ვნახოთ თქვენი გუნდის მაგალითიგამოთვლა: თანამშრომლები × წუთები × 22 სამუშაო დღე ÷ 60. ეს თქვენი პარამეტრებით მიღებული შეფასებაა და არა დაზოგილი დროის გარანტია.
საბოლოო შეთავაზება დამოკიდებულია გუნდის ზომაზე, საჭირო მოწყობილობასა და დანერგვის მოცულობაზე.
დემოზე ნახავთ აღრიცხვის პროცესს და გაიგებთ, როგორ მოერგება სისტემა თქვენს გუნდს.
გაგვიზიარეთ თქვენი გუნდის ზომა და საკონტაქტო მონაცემები.
როგორ ვიყენებთ მონაცემებს —
პროგრამისთვის განკუთვნილი კომპიუტერი, თავსებადი ბარათის მკითხველი და თანამშრომლების ბარათები. ზუსტ მოწყობილობასა და სამუშაო გარემოს დანერგვამდე ვათანხმებთ.
დიახ. სამუშაო დღის ჩანაწერი მოიცავს მოსვლას, შესვენებაზე გასვლას, დაბრუნებასა და წასვლას. ბარათის გატარების წესებს თქვენი სამუშაო პროცესის მიხედვით ვათანხმებთ.
დიახ, ბრაუზერით, როდესაც აღრიცხვის სერვერთან ქსელური წვდომა გამართულია. ოფისის გარედან წვდომა დამატებით, უსაფრთხო ქსელურ გამართვას საჭიროებს და დანერგვისას ზუსტდება.
ამ მარკეტინგულ საიტზე თანამშრომელთა აღრიცხვის მონაცემები არ იგზავნება. აღრიცხვის პროგრამა ცალკე ინერგება. დემოს მოთხოვნის ფორმა მხოლოდ თქვენ მიერ მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციას აგზავნის.
პროგრამიდან აღრიცხვის მონაცემების გატანა შესაძლებელია Excel ან CSV ფორმატში. ამ გვერდის დემოში შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მხოლოდ საილუსტრაციო CSV ფაილი.
ფასი განისაზღვრება თანამშრომლების რაოდენობით, მოწყობილობითა და დანერგვის სამუშაოებით. მოგვწერეთ თქვენი საჭიროება — მიიღებთ კონკრეტულ შეთავაზებას შეთანხმებული პირობებით.
გაიცანით Tabeli თქვენი სამუშაო პროცესის მაგალითზე.